სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი
Job description
"კომპლექსი კრუიზი " მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით. ვაკანსია: სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა, 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს ანაზღაურება: 1000 ლარი კვება: უზრუნველყოფილია ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების პროფესიონალური მიღება, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in/Check-out). ** ჯავშნების მართვა და მონაცემების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა. ** სატელეფონო ზარებისა და ონლაინ მოთხოვნების მართვა. ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და წესების შესახებ. ** ანგარიშსწორების პროცედურების განხორციელება. ** სტუმრების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ** რეპორტების მომზადება და ცვლის გადაცემა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — საკომუნიკაციო დონეზე. ** ძლიერი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა: "კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.