TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SAT-ის მათემატიკური და ვერბალური ნაწილის მასწავლებელი

SAT-ის მათემატიკური და ვერბალური ნაწილის მასწავლებელი

Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას SAT-ის მათემატიკური და ვერბალური ნაწილის მასწავლებლის პოზიციაზე. მასწავლებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე, შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 საათი. კლასები: X, XI. ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4. აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნოს შემდეგ მეილზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - SAT. პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა; მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები. მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს. თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.