სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
Job description
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ნაწილების გუნდის მართვა: ახალი თანამშრომლების შერჩევა, შეფასება, უკუკავშირი, განვითარება და მოტივაცია. შესყიდვებისა და რეალიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა. მარაგების მართვა: მიზნობრივი მარაგების შენარჩუნება, მოძველებული ნაწილების ოპტიმიზაცია, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ლოჯისტიკური პროცესების მართვა ხარჯებისა და მოწოდების ვადების ოპტიმიზაციისთვის. მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (სეზონური აქციები, ლოკალური კამპანიები). გუნდისთვის ჯანსაღი, სტაბილური და გუნდურობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნა. გუნდის ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა. ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების მოძიება (საბითუმო გაყიდვები, ონლაინ გაყიდვები). პროცესების გაუმჯობესება, KPI-ების ანალიზი და გამეორებადი პრობლემების აღმოფხვრა. ფასწარმოქმნა და საფასო პოლიტიკის განსაზღვრა კონკურენტული ფასების დადგენის მიზნით. Lost Sale-ების აღრიცხვის უზრუნველყოფა, მიზეზების ანალიზი და მაქსიმალური შემცირება. აუცილებელი მოთხოვნები: ავტონაწილების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება. უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულების Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად დადგენისა და პროცესების მართვის უნარი. შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი და მაღალი პასუხისმგებლობა. მარაგების მართვის, ლოგისტიკისა და შესყიდვების პრინციპების და მეთოდების ცოდნა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2). პიროვნული თვისებები: ძლიერი ლიდერული, გუნდის მართვის და გუნდური მუშაობის უნარები. ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი. კომუნიკაბელურობა ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/YNFVF1jd