სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
Job description
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე: https://pl.ge/ka "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება, კომპანიის პროდუქტის შეთავაზების და გაყიდვის მიზნით; ** ცხელ ლიდებთან მუშაობა; CRM სისტემაში მუშაობა; ** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ონლაინ-განაცხადების შევსება; ** საკითხიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა; ** მომსახურების ხარისხის და SLA სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** დახვეწილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** სატელეფონო გაყიდვებში ან/და ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება - უპირატესია; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.#2 ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; ყოველი მეორე შაბათი: 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი) ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი გისურვებთ წარმატებას! "პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად. ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60