TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სატელეფონო გაყიდვების სომხურენოვანი მენეჯერი

სატელეფონო გაყიდვების სომხურენოვანი მენეჯერი

blue-waters Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ფლობ სომხურ ენას და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის გაყიდვების სფეროში " ბლუ უოთერსის " გუნდში შენ გეძებთ გაყიდვების მენეჯერის (სომხურენოვანი) პოზიციაზე! კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Blue Waters პოზიციის მიზანია: მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის დაგეგმვა. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი , ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული) ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** შიდა სასწავლო სისტემებს ** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე სამუშაოს აღწერა: ** სომხურენოვანი შემომავალი ლიდების დამუშავება, სატელეფონო ზარების განხორციელება ** მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირება, მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავება ** ტექნიკური გუნდისთვის, მომხმარებლებზე სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება და შეხვედრის დაგეგმვაში ჩართულობა ** CRM-ში მონაცემების ასახვა ** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა ** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე; ** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან მოთხოვნები: ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი ** ქართული ენის გამართულად ცოდნა ** სომხური ენის ცოდნა C1 დონეზე ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე. გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.