სატრანსპორტო ქსელის ინჟინერი
Job description
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერილობა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატრანსპორტო ქსელის ინჟინრის როლზე. სამუშა ადგილი: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: სატრანსპორტო ქსელის ექსპლუატაცია და მხარდაჭერა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია ინციდენტების აღმოფხვრა და ავარიულ სამუშაოებში მონაწილეობა დაგეგმილი სამუშაოებისა და ქსელში ცვლილებების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება სხვა ტექნიკურ გუნდებთან ურთიერთობა თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს: ტექნიკური განათლება (ტელეკომუნიკაციები, IT ან/და სხვა) მონაცემთა გადაცემის ქსელების საბაზისო ცოდნა Ethernet, IP ტექნოლოგიების გაგება ქსელური პროტოკოლების საბაზისო ცოდნა (TCP/IP) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარები ან სწრაფად სწავლების სურვილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების წაკითხვის უნარი დიაგნოსტიკისა და პრობლემების აღმოჩენის საბაზისო უნარები კომპიუტერული პროგრამების (Excel/Visio და სხვ.) კარგი ცოდნა სწრაფად სწავლის უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მზადყოფნა გუნდური მუშაობის უნარი გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2026. დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: პასუხისმგებლობას (Ownership) საქმის ხახრისხიან შესრულებას პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: დასახო ამბიციური მიზნები თამამად გამოხატო შენი აზრი ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი ისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე