TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირი

საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირი

საქართველოს ბანკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 13, 2026

Job description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სს ,,საქართველოს ბანკის' ' დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირის პოზიციაზე ქ. თბილისში. (ოფისი მდებარეობს საბურთალოს ტერიტორიაზე) ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა: აწარმოო წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მომხმარებლებთან (ფიზიკურ პირებთან) პროაქტიული კომუნიკაცია დისტანციურად, ძირითადად სატელეფონო არხით, საჭიროების შემთხვევაში მეილით; მომხმარებლებს მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად შესთავაზო საბანკო პროდუქტები და მომსახურება, კონსულტაცია გაუწიო დისტანციური არხებით; განავითარო მომხმარებელთა პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ( III ან IV კურსის სტუდენტი), სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა, უნარები: ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და სასურველია რუსული; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა ჩვენ გთავაზობთ: საბანკო პროდუქტების, პროცედურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს; მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს; გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. სტუდენტებზე მორგებულ განრიგს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 5 საათიანი მცოცავი გრაფიკით: 10:00-15:00 და 15:00-20:00; გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე! ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/sacalo-biznesis-umcrosi-distanciuri-bankiri-tbilisi-YPGl7L?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივლისი, 2026