საცალო გაყიდვების ოპერატორი
Job description
კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში. მოვალეობები: პროდუქციის კარგი ცოდნა; მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაყიდვა; გაყიდული პროდუქციის საბუთების წარმოება კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში; საცალო საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; საცალო მაღაზიის თაროებზე პროდუქციის დალაგება და წესრიგის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში; კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აფთიაქში ან სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); სასურველია უცხო ენის ცოდნა; პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაბელური; შედეგზე ორიენტირებულობა; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა; რას გთავაზობთ ჩვენ: 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი; შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა; დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] -ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.