საცალო გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
Job description
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის N 8 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: აქტიური მონაწილეობა ფიზიკური პირი მომხმარებლების მოძიებაში სხვადასხვა არხის (ტელეფონი, შეხვედრები, რეკომენდაციები, ციფრული პლატფორმები) გამოყენებით; კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის; ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება; აქტიური მონაწილეობა გაყიდვების სტიმულირების პროგრამებში, აქციებსა და კამპანიებში; რას ვითხოვთ: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში; სასურველია უცხო ენების ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office); რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FwjDr გისურვებთ წარმატებას!