TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საცალო ქსელის ხელმძღვანელი

საცალო ქსელის ხელმძღვანელი

s-motors Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

კომპანია " სმოტორსი " აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ძლიერ ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ავტონაწილების მაღაზიების ეფექტურ მართვას, გაყიდვების ზრდასა და ქსელის განვითარებას. ძირითადი მოვალეობები: ** საცალო მაღაზიების ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია ** გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მუდმივი მონიტორინგი და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი ** მაღაზიებში პროდუქციის ნაშთების, სეზონური მოთხოვნებისა და ნაკლებად ბრუნვადი ნაწილების ოპტიმიზაცია ** მაღაზიის მენეჯერებისა და კონსულტანტების მართვა, მათი კვალიფიკაციის (ტექნიკური კატალოგების ფლობის) და მომსახურების ხარისხის კონტროლი ** მიმდებარე ავტოსერვისებთან, ხელოსნებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით) ** სავალდებულოა საცალო ქსელის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ** გუნდის მართვის, დელეგირებისა და მოტივირების ძლიერი უნარები ** ანალიტიკური აზროვნება, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის გამოცდილება ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის მიხედვით) ** კორპორატიულ ნომერს ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს სამუშაო გრაფიკი: სრული დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "საცალო ქსელის ხელმძღვანელი".