საცალო მენეჯერი
Job description
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საცალო მენეჯერი თბილისში , კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. სამუშაოს აღწერა: არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის მართვა, სადეპოზიტო პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა; ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ბაზების დამუშავება და გუნდში ეფექტურად გადანაწილება; სტანდარტულ და ციფრულ სოფლის დღეებზე აქტიური მონაწილეობა, პრეზენტაციების ჩატარება. საკრედიტო, არასაკრედიტო საბანკო სერვისებით კლიენტებისათვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა; დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; საბანკო მომსახურების პირობებში, პროდუქტებში და პოლიტიკებში ცვლილებების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება და დანერგილი სიახლების აღსრულების უზრუნველყოფა; კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა; მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებასა და არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; ფილიალის ერგონომიულ გარემოზე ზრუნვა; საცავის მართვის პროცესებში მონაწილეობა; თანამშორმლებისთის ცოდნის გაზიარება, უკუკავშირის დაბრუნება, მოტივაციაზე ზრუნა და მენტორინგი. თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და ეფექტურად გადანაწილება; პერსონალის შერჩევაში აქტიური ჩართულობა და მათი სწავლების პროცესის მართვა; პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა; საბანკო აგენტების/შუამავლების კოორდინაცია. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით; ბანკში საოპერაციო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი; პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი; მენეჯერული და ლიდერული უნარები; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office); დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, რესუსრების გადანაწილების და ორგანიზების უნარი; გუნდში მუშაობის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ივლისი, 2026 წელი შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. #გახდიკრედოელი