საწყობების მენეჯერი
Job description
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია " ენ გ ადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობების მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ძირითადი მოვალეობები: საწყობის ყოველდღიური ოპერაციების (პროდუქციის მიღება, დასაწყობება, გადაადგილება, შეკვეთა და გაცემა) ეფექტიანი დაგეგმვა, ორგანიზება და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; საწყობის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მიღების, გადაადგილების, გაცემისა და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტების) სიზუსტისა და დროული ასახვის კონტროლი; სასაქონლო მარაგების მართვა, მათ შორის მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა, შეკვეთების ფორმირება, პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შესაბამისობის კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება; პროდუქციის ხარისხის, ვარგისიანობის ვადების, სასაქონლო ზედნადებებთან შესაბამისობისა და შეკვეთების დროულად და სწორად დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგი; საწყობის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური რესურსების (მათ შორის სამაცივრე მეურნეობის) გამართული ფუნქციონირების კონტროლი, ხარვეზებზე დროული რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების კოორდინაცია; დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, სამუშაოების განაწილება, შესრულების მონიტორინგი, ცვლების დაგეგმვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა; შრომის, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, ასევე საწყობის შიდა და გარე ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა; პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მომზადება, კომპანიის მსხვილ პროექტებში ჩართულობა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე 3-5 წლამდე სამუშაო გამოცდილება; სასაწყობე მეურნეობის მართვის პრინციპების ცოდნა; ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; MS office; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; უნარები/პიროვნული კომპეტენციები: დროის მართვის და დაგეგმვის უნარი; გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი; დეტალებზე ორიენტირებული; დიდი მოცულობის სამუშაოს ორგანიზების უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!