საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / მტვირთავი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის მიმართულებით: საწყობის აღრიცხვის ოპერატორი; მტვირთავი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის 23; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. საწყობის აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება; ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის; წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. მტვირთავის ძირითადი მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობების უზრუნველყოფა; რეალიზებული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა; ფილიალისთვის და ან საწყობისთვის საჭირო ტვირთის და/ან ინვენტარის დაცლა-დატვირთვა-გადაადგილება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.