TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / შეკვეთების ადმინისტრატორი

საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / შეკვეთების ადმინისტრატორი

ამბოლი თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის/აღრიცხვის ოპერატორის და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციებზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი ზაჰესი პლატინი ქ2; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: საწყობის შეუფერხებლი და გამართული მუშაობა; მტვირთავებისთვის და აღრიცხვის ოპერატორებისთვის შესაბამისი დავალებების მიცემა; საწყობში სისუფთავის დაცვა; მოწოდებულ საქონელში დანაკლისის, მეტობის, მექანიკური დაზიანების აღმოჩენა და უფლებამოსილ პირზე ინფორმაციის მიწოდება; სამუშაო დღის ბოლოს, შესრულებული შეკვეთების და მიღებული პროდუქციის რაოდენობის 1C პროგრამასთან შედარება, უზუსტობის შემთხვევაში მიზეზის მოკვლევა და გასწორების უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; აუცილებელია საწყობში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება; ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის; წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება. შეკვეთების ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები: სამუშაო დღის მანძილზე შესრულებული ტრანზაქციების გადამოწმება; რეალიზაციის დოკუმენტის საფუძველზე საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის მოგროვებაზე; ქოლ-ცენტრის შეკვეთების კონტროლი; ფილიალებს შორის პროდუქციის გადაადგილების კონტროლი; ფილიალების მიერ მოწერილი სხვაობების კონტროლი და შესაბამის მეილებზე პასუხის გაცემა; ცეტრალური საწყობიდან გაგზავნილი დოკუმენტების კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია საწყობში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია Microsoft Excel-ისა და Outlook-ის პროგრამების ცოდნა. აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით .