საწყობის ღამის ცვლის ოპერატორი
Job description
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის ღამის ცვლის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3 დღე: 18:00-04:00 (ღამით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია) ** ანაზღაურება: 1000 ლარი ** მისამართი: ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26 ძირითადი მოვალეობები: ** გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე ** მანქანის დატვირთვა ძირითადი მოთხოვნები: თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა ** დისციპლინირებულობა ** მოტივირებულობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს: ** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე ** გასაუბრება აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის ღამის ცვლის ოპერატორი" თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: [email protected] ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა)