TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მარაგების სპეციალისტი

საწყობის მარაგების სპეციალისტი

golden-tulip-design-tbilisi Georgia ქართული
Posted Jul 04, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

"Golden Tulip Design Tbilisi" არის ბრენდული სასტუმრო, რომელიც გაიხსნა 2022 წლის ზაფხულში. სასტუმრო არის Louvre Hotels Group-ის ნაწილი, რომელიც გლობალური მოთამაშეა საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, პორტფელით მოიცავს 1700-ზე მეტ სასტუმროს 70 ქვეყანაში. "Golden Tulip Design Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების სპეციალისტის პოზიციაზე. სასტუმროს საწყობის მარაგების სპეციალისტი პასუხისმგებელია პროდუქციის/ინვენტარის მიღებაზე, შენახვასა და დასაწყობებაზე, ასევე საწყობების სისუფთავესა და მოწესრიგებულობის კონტროლზე. მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** პროდუქციის მიღება, განთავსება და დასაწყობება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად ** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა ** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ზედნადების პროგრამულად ასახვა ** საწყობებს შორის ნაშთების გადატანა და კონტროლი ** სასტუმროში არსებული საწყობების სისუფთავის უზრუნველყოფა ** დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის შესახებს შესაბამისი ხელმძღვანელის ინფორმირება და უკან დაბრუნების პროცედურის უზრუნველყოფა. მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ** საოფისე პროგრამების ცოდნა იმისათვის, რომ გახდეთ ჩვენი Golden Hospitality Team-ის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 31 ივლისამდე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება). გაცნობებთ, რომ გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.