TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერი

საწყობის მენეჯერი

გასგო მოტორსი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

შპს "გასგო მოტორსი " აცხადებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისის გეზის მიმდებარე ტერიტორია (ლილო) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება, 13:00-დან 21:00 საათამდე). ანაზღაურება: 2500₾ + ბონუსი 1200₾ ინვენტარიზაციების და შეკვეთების სიზუსტის მიხედვით (ხელზე ასაღები). კომპანიის შესახებ: შპს "გასგო მოტორსი" არის ავტონაწილების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ 3000მ²-იან საწყობს, სადაც ინახება 6000-მდე სახეობის პროდუქტი: საქარე მინები, ავტონაწილები, ძარის ნაწილები და სხვა. ვაკანსიის აღწერა: ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც გაუძღვება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციებს, მართავს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით მომუშავე გარემოს. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი (მიღება, დასაწყობება, შეგროვება, შეფუთვა) ** დაახლოებით 15-20 თანამშრომლის მართვა ** მობილური მოწყობილობებისა და შტრიხკოდული სისტემების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა ** შეკვეთების სიზუსტის და ინვენტარიზაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი ** თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება და მართვა მოთხოვნები: ** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში ** სასაწყობე პროგრამებთან და შტრიხკოდულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები ** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი ** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება: ** ფიქსირებული: 2500₾ ** დამატებითი ბონუსი: ** შეკვეთების სიზუსტე ** დაზიანებული პროდუქცია ** ინვენტარიზაციის გადახრა ** ჯამური ანაზღაურება წარმატებული შედეგის შემთხვევაში - 3, 700₾ (ხელზე ასაღები) კონტაქტი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]