TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერი

საწყობის მენეჯერი

HORIZONS GROUP ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია " ჰორიზონს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: ბათუმი . სამუშაო გრაფიკი: სრული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციებზე არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ორგანიზების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, ოპერატიული მოქმედების უნარი. პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა. სამშენებლო მასალების ცოდნა სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ძირითადი მოვალეობები: საწყობში მასალების მიღება და შესაბამისი აღრიცხვა. საწყობიდან მასალების გამოთხოვის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა. საწყობში მასალების სისტემატიზაციის შემუშავება და შესაბამისი სააღრიცხვო სისტემის შექმნა. საწყობში არსებულ მასალათა მდგომარეობის და დაცულობის ხარისხის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. სასაწყობო მარაგის აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი. მისაღები/გასაცემი მასალების დასაწყობების ადგილისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა/განხორციელების ზედამხედველობა და კონტროლი. სასაწყობო მეურნეობის განვითარების მიზნით გეგმებისა და წინადადებების მომზადება, მათი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. სასაწყობო მეურნეობის ანგარიშის მომზადება. სხვა ვალდებულებების შესრულება სასაწყობე მეურნების ამოცანებიდან გამომდინარე. თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] , სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.