საწყობის მენეჯერი
Job description
კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" ეძებს მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს ბათუმის ფილიალში საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ გახდეთ დინამიური გუნდის წევრი და განვითარდეთ ლოჯისტიკის სფეროში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა! ადგილმდებარეობა: ბათუმი , ბაგრატიონის შესახვევი #18 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 19:00 ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორულ სისტემაში საკურიერო შეკვეთების რეგისტრაცია და გაფორმება. ** გზავნილების ადრესატებამდე დროული და უსაფრთხო გაგზავნის უზრუნველყოფა. ** ჩაბარება-არჩაბარების დეტალების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. ** თითოეული შეკვეთის პროცესის მართვა და "ბოლომდე მიყოლა" სრულყოფილ შესრულებამდე. ** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათი საჭიროებებისამებრ დაკვალიანება. მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). ** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები. ** პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** გამართული კომუნიკაციისა და კლიენტებთან თავაზიანი მომსახურების უნარი. ** სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და პრობლემების სწრაფად მოგვარების ნიჭი. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში. ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი - ბათუმი".