---
title: საწყობის მენეჯერი
description: ვაკანსია: საწყობის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:30 სთ სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია საწყობის მიმართულებით მენეჯ
---

# საწყობის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-02  
**Apply by:** 2026-10-02

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749491)

## Job description

ვაკანსია: საწყობის მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:30 სთ სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია საწყობის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საწყობის ოპერაციების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა; ** თანამშრომელთა მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასაწყობე/ERP პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება; ** საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა); ** საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; ** თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი; ** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება); ** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება; ** FIFO პრინციპით მუშაობა (ვადების დაცვით პროდუქციის გაცემა); ** პროდუქციის ვადების კონტროლი; ** კომპეტენციის ფარგლებში ლოჯისტიკის დაგეგმვა და მომარაგების კონტროლი; ** HACCP ის სტანდარტების მიხედვით მუშაობა, დოკუმანტაციის შევსება და წესების დაცვა; ** საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია; ** პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი; ** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას; ** მარაგების კონტროლი და შევსება; ** წუნდებული პროდუქციის მართვა; ** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს; ** საჭიროების შემთხვევაში "დამსაქმებლის" მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც მხარდაჭერას და დახმარებას აღმოუჩენს კომპანიას საქმიანობის ყველა სფეროში. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nini.recruiter@outlook.com რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი".

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
