TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერი

საწყობის მენეჯერი

გორგია მარნეული ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მარნეულის ფილიალში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლის ფასდაკლებას: კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი მოვალეობები: საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა; საწყობის ინვენტარიზაციის/აღწერის უზრუნველყოფა; საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება; საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი; საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად; ბაზარზე სასაწყობე პროცესების მონიტორინგი და სიახლის შემთხვევაში საწყობში დანერგვა; საწყობში გუნდური მუშაობის შენარჩუნება და თანამშრომლების მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა; მომხმარებლისთვის მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზებაზე მუშაობა და კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია 1С პროგრამის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური; ორგანიზებული; დროის ეფექტურად მართვის უნარი გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!