TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერი

საწყობის მენეჯერი

mcdonalds-georgia Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

" მაკდონალდს საქართველო " აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად დამატებითი ბენეფიტები: ** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა ** ინდივიდუალური განვითარების გეგმა ** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი ** სამედიცინო დაზღვევა ** კორპორატიული ნომერი ** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი - უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათებში ** სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტდარბაზის აბონიმენტი) ** სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ** პარასკევი - მოკლე სამუშაო დღე, 10:00-15:00 პოზიციის მიმოხილვა: საწყობის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიაში არსებული საწყობების (მის.: ფონიჭალა, ლილო...) ეფექტურ ფუნქციონირებაზე, ინვენტარის მიღების, დასაწყობების, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების ორგანიზებასა და კონტროლზე. პოზიცია უზრუნველყოფს სხვადასხვა დაკავშირებულ დეპარტამენტთან ეფექტურ კოორდინაციას, მარაგების ოპტიმალურ მართვას, ბიუჯეტის მონიტორინგსა და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას. ასევე პასუხისმგებელია რესტორნების საწყობებში ECOSIMA-ს სტანდარტების დანერგვასა და საწყობების განვითარების პროცესების კოორდინაციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 1. საწყობის ოპერაციების მართვა: ** ინვენტარის მიღების, შემოწმების, დათვლის, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და კონტროლი ** ახალი რესტორნებისთვის საჭირო ინვენტარის (IT, Equipment, Development, Marketing) მიღებისა და გაცემის კოორდინაცია ** სათადარიგო ნაწილების, მარკეტინგული, სეზონური და სხვა ინვენტარის მართვა ** მეორადი და ნარჩენი მასალების მიღების, შენახვის, გადაადგილებისა და განკარგვის პროცესების კოორდინაცია ** ინვენტარის მოხმარების ვადების განსაზღვრა შესაბამის დეპარტამენტებთან შეთანხმებით და მათი მონიტორინგი ** მოთხოვნილი ინვენტარის დროული გაცემა, ტრანსპორტირების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება 2. ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი: ** საწყობის ინვენტარიზაციის ჩატარება არანაკლებ თვეში ერთხელ, შედეგების დოკუმენტირება და ნაშთების ასახვა ** ინვენტარის შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება დაინტერესებული დეპარტამენტებისთვის ** ახალი აითემების რეგისტრაციის შემდეგ მონაცემების სიზუსტის გადამოწმება სპეციფიკაციების შესაბამისად ** პროდუქციის გაყიდვისა და უტილიზაციის პროცესების მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შიდა სისტემაში ადმინისტრირება 3. ლოგისტიკა და კოორდინაცია: ** საწყობის მომსახურებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული განაცხადებისა და ფორმების მომზადება და ადმინისტრირება ** საბაჟოდან ტვირთების გამოტანის პროცესის ორგანიზება და კონტროლი ** მომარაგების პროცესში წარმოშობილი შეუსაბამობების (Claim Management) ანალიზი, მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასკვნების მომზადება ** მეწარმეთა გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფარგლებში მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა ** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა სასაწყობე საჭიროებების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მიზნით 4. საწყობების განვითარება და ოპტიმიზაცია ** ახალი საწყობების მოძიების, შერჩევისა და ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა ** სასაწყობე ფართების ეფექტური გამოყენების დაგეგმვა და გაუმჯობესება ** საწყობებთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი 5. რესტორნების საწყობების მართვა (ECOSIMA): ** ECOSIMA-ს პრინციპებისა და დასაწყობების სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და უწყვეტი გაუმჯობესება რესტორნების საწყობებში ** ახალი რესტორნების საწყობების დაგეგმვასა და მოწყობაში მონაწილეობა ** მარაგების მართვისა და სასაწყობე სივრცის ოპტიმალური გამოყენების პროცესების ანალიზი, ინიციირება და დანერგვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ** საწყობის მართვის, ინვენტარის აღრიცხვისა და მარაგების კონტროლის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა ** ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება ** დოკუმენტაციისა და რეპორტინგის წარმოების გამოცდილება ** Claim Management-ისა და პრობლემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია) ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) გამოყენების უნარი პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები ** ანალიტიკური აზროვნება და პროცესების ეფექტურად ანალიზისა და მართვის უნარი ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაჭრის უნარი ** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 5 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6a6076fe52fbb67aeecd485