საწყობის მენეჯერი
Job description
" ტრანსპორტერი " არის მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა. ვაცხადებთ საწყობის მენეჯერის ვაკანსიას. ძირითადი პირობები: ** მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70 ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება ** სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1 C ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა ძირითადი მოვალეობები: ** საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, დამისამართების სისტემის გამართვა ** საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი. ** მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება; ** შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით; ** საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად. ** მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი; ** გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი. ** საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა ** საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა ** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა; განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. შერჩევის ეტაპები: 1. რეზიუმეების გადარჩევა 2. პირისპირ გასაუბრება გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/J4ECBEGd