TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის ოპერატორი

საწყობის ოპერატორი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 21, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპრატორის პოზიციაზე, თბილისში; კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლის ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ფუნქცია-მოვალეობები: მიღებული სასაქონლო ზედნადებების სისწორის კონტროლი; ლოჯისტიკის სამარშუტოების მიწოდება შესაბამის სექციასთან, ასევე ლოჯისტიკის გასავლების საბოლოო სტატუსზე გადაყვანა და ზედნადების ატვირთვა; ანგარიშ-ფაქტურების დასრულების მონიტორინგი; დაუსრულებელი დოკუმენტების მოძიება და დასრულების უზრუნველყოფა; გასაწერი ზედნადებების კონტროლი; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სასურველია 1C პროგრამის ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!