TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის ოპერატორი

საწყობის ოპერატორი

ნუტრიმაქსი გარდაბანი hr.ge ქართული
Posted Jul 01, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია „ ნუტრიმაქსი “ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მარტყოფი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00; შაბათი 09:00-16:00 ანაზღაურება: 1500 ₾ (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი დამატებითი ბენეფიტები: კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: მზა პროდუქციის მიღება; დასაწყობება შესაბამის სივრცეში. ძირითადი მოთხოვნები: ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება; საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. დაინტერესებსი შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/ENtXl გისურვებთ წარმატებას!