TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის ოპერატორი

საწყობის ოპერატორი

ips-facade Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

"IPS" ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ქმნის ახალ სტანდარტს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ჩვენ ინტერიერისა და საფასადო მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე წამყვანი ევროპული ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი ვართ საქართველოში. "IPS"-ში გვჯერა, რომ ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ მასალაა, მის საბოლოო ღირებულებას პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ოსტატობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ყოველ პროექტს ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით. კომპანიის მთავარი სიძლიერე კი გუნდია, რომელშიც თითოეული წევრის პროფესიულ ზრდასა და ექსპერტად ჩამოყალიბებაში მუდმივ ინვესტიციას ვდებთ. " IPS "-ში ვეძებთ გუნდის წევრს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. რა იქნება შენი მთავარი მისია? ** საწყობში შემოსული ტვირთის დოკუმენტური შემოწმება, დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და პროდუქციის სწორი განაწილება; ** ერთგვაროვანი პროდუქციის ერთ სივრცეში განთავსება საწყობის ფართის ეფექტურად ათვისებისა და შეკვეთების სწრაფი მოძიების მიზნით; ** ნაშთების მუდმივი აღრიცხვა, პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და რეალური ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან თანხვედრა; ** პროდუქციის კოდების, დასახელებების განახლება და კონტროლი; ** კომპანიის შინაგანაწესის, ქცევის ზოგადი წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა რას ველოდებით თქვენგან? ** მინიმუმ სრული საშუალო განათლება (პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად); ** საწყობში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია სასაწყობე დასატვირთი მანქანის მართვის გამოცდილება ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის ქ. 26, ორხევის დასახლება ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლ . ** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/dHkGNexfc1gsUXE4A