TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის საოპერაციო ასისტენტი

საწყობის საოპერაციო ასისტენტი

Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია . ვეძებთ მოქნილ, ენერგიულ და მულტიფუნქციურ გუნდის წევრს საწყობის საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე. ეს არის კომბინირებული როლი, რომელიც მოიცავს როგორც სასაწყობო პროცესების ფიზიკურ მართვას, ისე საოფისე/სისტემურ ოპერაციებსა და პრობლემური ქეისების მოგვარებას. პირობები, გრაფიკი და ლოკაცია: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვალებადი გრაფიკით ტვირთის ჩამოსვლის შესაბამისად (კვირაში 40 საათი); ** ძირითადი სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა; ** მნიშვნელოვანი ნიუანსი: ამანათების გატანის დღეებში შესაძლოა მუშაობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის საწყობში; ** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად). ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით: ** სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა; ** მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი; ** სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება; ** პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება; ** კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა; ** მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად); ** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); ** ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ): ** მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც ფიზიკური მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს); ** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ). რას გთავაზობთ ჩვენ: ** დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; ** კარიერული ზრდის პერსპექტივას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე [email protected] გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის საოპერაციო ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.