TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის საოპერაციო ასისტენტი

საწყობის საოპერაციო ასისტენტი

Golden Way Logistics თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 18, 2026

Job description

Golden Way Logistics აცხადებს ვაკანსიას საწყობის საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ, ენერგიულ და მულტიფუნქციურ გუნდის წევრს საწყობის საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე. ეს არის კომბინირებული როლი, რომელიც მოიცავს როგორც სასაწყობო პროცესების ფიზიკურ მართვას, ისე საოფისე/სისტემურ ოპერაციებსა და პრობლემური ქეისების მოგვარებას. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით: სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა; მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი; სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება; პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება; კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა; მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად); ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ): მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც ფიზიკური მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან; დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს); სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ). პირობები, გრაფიკი და ლოკაცია: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვალებადი გრაფიკით ტვირთის ჩამოსვლის შესაბამისად (კვირაში 40 საათი); ძირითადი სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა; მნიშვნელოვანი ნიუანსი: ამანათების გატანის დღეებში შესაძლოა მუშაობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის საწყობში; ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად). რას გთავაზობთ ჩვენ: დინამიკურ სამუშაო გარემოს; ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; კარიერული ზრდის პერსპექტივას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე [email protected] გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება “საწყობის საოპერაციო ასისტენტი” , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.