საწყობის სპეციალისტი
Job description
შპს " ექსპრეს საქართველო 2025 " არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან. კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე: სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გურამიშვილის 17 ბ; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: ფიქსირებული; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტვირთის სორტირება, მითვლა, მიწოდება; ** ტვირთის მიღებასა და სორტირებაში მონაწილეობის მიღება; ** მიღებული ტვირთის აღრიცხვა და დახარისხება (რაოდენობის დათვლა მისამართების მიხედვით); ** საწყობიდან ტვირთის გაცემის აღრიცხვა და შესაბამის ბლანკში ასახვა (მძღოლისთვის ტვირთის შესახებ ინფრომაციის ბლანკის გადაცემა 2 ეგზემპარად); ** ლეიბლების და მისამართების გადამოწმება, ყუთების ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში გადაფუთვა); ** დაბრუნებული ტვირთის საბუთების მიხედვით აღრიცხვა-შედარება და დასაწყობება (რაოდენობის შედარება ფიზიკურად მიღებულ დაბრუნებასა და საბუთში არსებულ მონაცემებზე) ** უკან დაბრუნებული ტვირთის მომზადება, მომხმარებლის საწყობში გასაგზავნად და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საქმესთან პირდაპირ კავშირში არსებული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბის პოზიციაზე; ** საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითველა უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სისწრაფე და მოქნილობა; ** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ჩვენი კომპანია გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ხელფასის ზრდის პერსპექტივა; ** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელ.ფოსტაზე [email protected] . სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 599871958 გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.