საწყობის სპეციალისტი
Job description
" Infinity Ventures Holding " (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: ** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება; ** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება; ** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი; ** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. "Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** საწყობის მართვა (საცალო ვაჭრობა); ** საწყობში საქონლის მიღება, მათი რაციონალური განთავსება და გაცემა; ** დასაწყობებული საქონლის მიღებისა და გაცემის ოპერაციების 1C პროგრამაში აღრიცხვა; ** სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საწყობში მუშაობის გამოცდილება, 1 წლამდე; ** 1C-ში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 ** ლოკაცია: თბილისი, წერეთელი, სტანისლავსკის 1 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.