საწყობის სპეციალისტი
Job description
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149 ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიღებული პროდუქციის დაცლა, ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება; ** მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება; ** გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა; ** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება; ** უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კანდიდატის პროფილი: ** საწყობში მუშაობის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა. კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off); სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე) ხელფასი + ბონუსი დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი.