TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის თანამშრომელი

საწყობის თანამშრომელი

თოში Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია "თოში" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში. სადისტრიბუცი კომპანია "თოში" საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო კომპანიას ჰორეკა მიმართულებით. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** საწყობისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა. ** შემოსული პროდუქციის მიღება, გადმოტვირთვა და რაოდენობრივი/ხარისხობრივი შემოწმება თანდართულ დოკუმენტაციასთან (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი) შესაბამისად. ** საქონლის სწორად კლასიფიცირება, დათვლა/აწონვა, მარკირება და განთავსება/დასაწყობება. ** შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სიზუსტით აკრეფა, შეფუთვა და გასაცემად მომზადება. ** გასაცემი საქონლის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სასაქონლო ზედნადების მონაცემებთან და მხოლოდ ამის შემდეგ დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე. ** მარაგების შემცირების ან დეფიციტის დაფიქსირებისას ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება. ** ნებისმიერი სახის დაზიანების, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება. ** საწყობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა. ** პერიოდულ შეხვედრებზე დასწრება და არსებული პროცესების/მდგომარეობის განხილვა. სასურველი ცოდნა და აუცილებელი უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობა და სიზუსტე: პროდუქციის მიღება-გაცემისას, დათვლისა და შეკვეთების აკრეფისას დეტალებზე ორიენტირებულობა. ** ორგანიზებულობა და დისციპლინა: პროდუქციის სწორი კლასიფიკაციისა და დასაწყობების, ასევე საწყობში წესრიგისა და სტანდარტების დაცვის უნარი. ** გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია: ხელმძღვანელთან დროული კომუნიკაცია (დანაკლისის, დაზიანების ან დეფიციტის დაფიქსირებისას) და გუნდში ეფექტური თანამშრომლობა. ანაზღაურება და სამუშაო დრო: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, აფრიკა. ** სამუშაო განრიგი: ცვლადი/მოქნილი სამუშაო გრაფიკი. კვირაში 5-6 დღე. ** ანაზღაურება: 1200-1500 (დამოკიდებულია სამუშაო განრიგზე) დაგვიკავშირდით: თუ ხართ მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი და გსურთ გახდეთ ჩვენი დინამიკური გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ მისამართზე: [email protected] ან, დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 551380022