საწყობის თანამშრომელი
Job description
"დეილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Loader-ის (საწყობის თანამშრომელის) პოზიციაზე. დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლებში. სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40 ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის ოპტიმალურად განაწილება როლ-პალეტებზე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, რათა ტრანსპორტირების პროცესში არ მოხდეს პროდუქციის დაზიანება; საწყობში აგროვებული პროდუქციის ჩატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში დადგენილი მარშრუტებისა და შეკვეთების შესაბამისად; პალეტებთან, როლ-პალეტებთან და სხვა სატვირთო ინვენტართან მუშაობა; პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ დაფიქსირება ჩატვირთვის პროცესში. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/iD6ty