საწყობის თანამშრომელი
Job description
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია „ პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი(კვარტლური) სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება; პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა; წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა; მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა; ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შედეგზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; პრეზენტაბელურობა; მოტივირებულობა; თვითშესწავლის უნდარი სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გთავაზობთ: სწავლას და კარიერულ წინსვლას; ჯანმრთელობის დაზღვევას; მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.