საწყობის უფროსი
Job description
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური" , რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.ბათუმში ვაკანსიას საწყობის უფროსის თანამდებობაზე: კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს: სამუშაო დღეები : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დასვენების დღეები: შაბათი,კვირა სამუშაო საათები : სრული ფიქსირებულ შემოსავალს + ბონუსი ჯანმრთელობის დაზღვევა Fit Pass მოთხოვნები: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საწყობის უფროსის მოვალეობები: საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, საწყობში მათი მიღებისა და შენახვის, ფართის რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით მათი შენობაში განლაგების, აუცილებელი მასალების, ინვენტარის ძებნის გაადვილებისა და დაჩქარების სამუშაოების განხორციელება და ხელმძღვანელობა; საწყობში დალაგებული (განლაგებული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სათანადო შენახვის, შემოსვლა-გასვლის საბუთების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წესების დაცვა; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, მასში მონაწილეობა და ზედამხედველობა; სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვიანობა და აღრიცხვიანობის კონტროლი; პროდუქციის/საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ზედამხედველობა; საწყობში არსებული პროდუქციის/საქონლის რაოდენობაზე თვალყურის დევნა; საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, მათი საწყობში მიღებისა და შენახვის, მათი შენობაში სწორად განლაგების პროცედურის წარმოება და ხელმძღვანელობა; საწყობის პროდუქციის./საქონლის ნაშთის კონტროლი; საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწორი აღრიცხვიანობის მუდმივი წარმოება; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ფაქტიური ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება (თვეში ერთხელ), სხვადასხვა შიდა სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება; კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი დარღვევის, უსწორობის (უზუსტობის) ან/და მატერიალური ზიანის დადგომის, ასევე ასეთი ზიანის დადგომის საფრთხის შესახებ დაუყონებლივ შეატყობინება; მისდამი გადაცემული სასაქონლო მარაგების სენახვა და გაფრთხილება, აგრეთვე ყოველგვარი ზომების მირება ზარალის თავიდან ასაცილებლად; კომპანიის დირექტორის ინფორმირება ისეთი გარემოებების შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის და შეიძლება ზიანი მიაყენოს მის განკარგულებაში მყოფ სასაქონლო მარაგებს სასაწყობე პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნის შესაბამისად; სასაქონლო მარაგების მიღება-გაცემის კონტროლი, ხარისხისა და ვადების შემოწმება, პროდუქციის/საქონლის მითვლა სათითაოდ და ზედმიწევნით და საწყობში მათი სათანადოდ განლაგება; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება’ შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."