საწყობის უფროსი ოპერატორი
Job description
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია ,, ნუტრიმაქსი “ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი ოპერატორი პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - კრწანისი ; ანაზღაურება - 2 000 ლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 და შაბათს 09:00-16:00სთ. სამუშაო მოვალეობები: ავტოდამტვირთველის მართვა წესების და ინსტრუქციების მიხედვით, ექსპლუატაციის წესების დაცვა; მზა პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი წესების დაცვით; გასაცემი პროდუქციის დატვირთვა შესაბამისი წესების დაცვით; ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა; მოთხოვნის შესაბამისად ხარისხობრივი გადახრის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიისთვის მიწოდება; უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; საშუალო ან პროფესიული განათლება; სასურველია - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (A1); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MC. Excel, Word); ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება; სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის სერტიფიკატის ფლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/EDpmy