საწყობის ზედამხედველი მენეჯერი
Job description
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველი მენეჯერის პოზიციაზე. სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო საწყობი ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს. ძირითადი მოვალეობები: ** მოქმედ მენეჯერთან ერთად საწყობის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; ** პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა; მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქციის დაკომპლექტებისა და დატვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი; ** დატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან; ** საწყობის თანამშრომლების სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი; ** საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და წესრიგის უზრუნველყოფა. სამუშაო ადგილი: თბილისი დიდუბე ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები). უპირატესობა მიენიჭებათ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]