TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობისა და სამეურნეო თანამშრომელი

საწყობისა და სამეურნეო თანამშრომელი

Medical World თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ სახელითაა ცნობილი “Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! “მედიქალ ვორლდი” აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და სამეურნეო თანამშრომლის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00) ანაზღაურება: შეთანხმებით 1500 ლარიდან. ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მიღება, დაცლა და საწყობში განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითებისა და საწყობში არსებული დასაწყობების პოლიტიკის გათვალისწინებით; მასალების გაცემის და მიღების პროცედურის დაცვა; საწყობის ნაშთების კონტროლი; საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველი); MS Office, MS Excel ცოდნა აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული მახასიათებლები: სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლიანობა; გუნდში მუშაობის უნარი; სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი. ჩვენთან დაგხვდებათ: თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს; კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში. ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც). FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა; ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/ ; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE ; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.