TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საუზმის მზარეული

საუზმის მზარეული

სასტუმრო Astoria Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საუზმის მენიუს მიხედვით კერძების მომზადება განსაზღვრულ დროში; ** პროდუქტების სწორი დამუშავება, შენახვა და ხარისხის კონტროლი; ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა; ** საუზმის ბუფეტის დროული და ესთეტიკური მოწყობა და შევსება; ** სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** ნედლეულის მოხმარების კონტროლი და საჭირო პროდუქციის დროული მოთხოვნა; ** სტუმრების განსაკუთრებული მოთხოვნების (დიეტური, ალერგენები) გათვალისწინება. ძირითადი მოთხოვნები: სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას; ** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 23 სამუშაო საათები: 07:00-15:00 თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.