სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი TT მიმართულებით
Job description
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია " სანდომი ", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი TT მიმართულებით) სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები; ** ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული); ** ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი , საშუალოდ 2000-3000 ლარი; ** ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია. ფუნქცია/მოვალეობა: ** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება; ** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია; ** უზრუნველყოს პროდუქციის საუკეთესო განლაგება; ** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში; ** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით; ** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი; ** ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას. გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.