სავალი-ნაწილის მექანიკოსი
Job description
ავტოსერვისი " ავტოსფერო " აცხადებს ვაკანსიას სავალი-ნაწილის მექანიკოსის პოზიციაზე შ.პ.ს. "ავტოსფერო" 2019 წლიდან ახორციელებს საქმიანობას და დაკავებულია, როგორც ფართო სპექტრის საავტომობილო სერვისით ასევე სათადარიგო ნაწილების რეალიზაციით. აუცილებელი მოთხოვნები: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ავტომობილების შემოწმება/შეკეთება. აუცილებელი უნარები: ** პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ანაზღაურება: 3000-დან 5000 ლარამდე ; მდებარეობა: ქ. თბილისი, ნიკოლოზ ხუდადოვის 2 დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სავალი ნაწილის მექანიკოსი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 522 232 შპს "ავტოსფერო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ავტოსფერო"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ავტოსფერო" -ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ავტოსფერო" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ავტოსფერო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. გისურვებთ წარმატებას!