TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საველე ფანდრაიზერი

საველე ფანდრაიზერი

Posted Jul 27, 2026 15h ago

Job description

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე (მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი). ძირითადი ფუნქციები და მოვალებები: საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა) პოტენციურ დონორებთან კომუნიკაცია; დონორების დაინტერესება და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია; SOS ბავშვთა სოფლის ცნობადობის გაზრდა - შენ იქნები ჩვენი „ხმა“ და „სახე“; ყოველდღიური უკუკავშირი გუნდის ლიდერთან (რომელიც ყოველთვის მხარს გიჭერს) ჩვენ გეძებთ თუ: ხარ კომუნიკაბელური და თავდაჯერებულად ურთიერთობ უცხო ადამიანებთან; გაქვს გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; (სასურველია და არა აუცილებელი) ხარ გუნდური მოთამაშე, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული; გაქვს კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; ჩვენ გთავაზობთ: მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 4 სამუშაო საათი (ორშაბათი-პარასკევი) ღირსეულ ანაზღაურებას: ფიქსირებული - 600 ლარი + ბონუსი შესრულების მიხედვით; საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს; სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected] .