TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საზღვაო ტრანსპორტირების სპეციალისტი

საზღვაო ტრანსპორტირების სპეციალისტი

caucasus-auto-import-dealer Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

" კაუკასუს აუტო ", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ. მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია. "კაუკასუს აუტოში" ლოგისტიკის გუნდში საზღვაო ტრანსპორტირების სპეციალისტს ვეძებთ, რომლის პასუხისმგებლობაშიც შევა: ** საწყობის ინვენტარის ყოველდღიურად შემოწმება და ჩასატვირთი კომბინაციების შედგენა; ** ჩატვირთული ავტომობილების ყოველდღიურად განახლება; ** ჩატვირთული კონტეინერების მონიტორინგი ტერმინალზე შეტანამდე, გემის გამოსვლის თარიღის პროგრამულად განახლება; ** ყოველდღიურად ჩატვირთვის პორტებში არსებული ყველა ტერმინალის შემოწმება და ინფორმაციის შესაბამისად განახლება სამუშაო ფაილში; ** ტერმინალებზე დაყრდნობით, საწყობთან ერთად ბუქინგების კოორდინირება; ** ბუქინგების აქტივობის კონტროლი და მაქსიმალური უტილიზაციის უზრუნველყოფა; ** საზღვაო ხაზების ამერიკის ოფისებთან კომუნიკაცია, განრიგში სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ, და საწყობებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** ბუქინგების დედლაინების კონტროლი და საბუთების ორგანიზება შესაბამის ვადებში; ** ქოლცენტრთან, Aftersale-ის და სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია; ინფორმაციის მიწოდება ჩატვირთვის ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ; ** მოთხოვნისამებრ, საწყობისთვის დამატებითი დოკუმენტაციის გაგზავნა; ** ავტომობილის ტიპიდან გამომდინარე, ტვირთის შესაბამისად დეკლარირება; ** ისეთი პრობლემური ქეისების აღრიცხვა და მართვა, როგორიცაა, მაგალითად, საბაჟო ინსპექცია; ** ბუქინგის ტერმინალზე სწორად ასახვა; ** არასწორად გამოტანილი/შეტანილი კონტეინერის სწორ ბუქინგზე მიბმა; მოთხოვნები: ** ინგლისური ენა B2 დონეზე (წერითი და სასაუბრო); ** მულტითასქინგის უნარი; ** დროის მენეჯმენტი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** ცვლილებებთან ადაპტირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** Excel-თან მუშაობის გამოცდილება. სამუშაო საათები: 14:00 - 22:00; კვირაგამოშვებით: 16:00 - 00:00 (ზამთარში 17:00 - 01:00) თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FmD7R