საზოგადოებასთან ურთიერთ. და კომუნიკაც. მთავარი სპეციალისტი
Job description
კომპანია " არ ემ ჯი " (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, დამუშავება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მიზნობრივი აუდიტორიებისთვის გავრცელება; ** კომპანიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა) ადმინისტრირება და მართვა; ** Meta Business Suite-ის გამოყენებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა; ** სოციალური მედიის არხების ეფექტიანობის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; ** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია) ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა; ** საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვა მედია ღონისძიებების ორგანიზება; ** პრესრელიზების, მედია კიტებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და გავრცელება; ** მედია მონიტორინგის განხორციელება და კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი; ** კომპანიის CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) პროექტების საკომუნიკაციო მხარდაჭერაში მონაწილეობა; ** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხზე საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, პოლიტიკური ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); ** საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2-C1) ** სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** Meta Business Suite-ის ცოდნა და სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება; ** AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Copilot, Gemini და სხვა) გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, რედაქტირების, კვლევისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადების პროცესში; ** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა; ** Adobe Photoshop, Illustrator და Lightroom-ის საბაზისო ცოდნა; ** Adobe Premiere Pro-ს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** კრიზისული კომუნიკაციების მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. სამუშაო ადგილი და პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი / დაბა კაზრეთი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; ** შესვენება: 13:00-14:00. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2026 წლის 15 ივლისის 18:00 საათისა . გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.