TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კერძო დამსაქმებელი თბილისში ეძებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პრეზენტაბელურ მამაკაცს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე. მთავარი მოვალეობები: ** დამსაქმებლის იმიჯისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვა ** ოფიციალური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ** აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრისა და გაცილების პროცედურების ორგანიზება და უზრუნველყოფა ** სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მედიასთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება და კავშირების შენარჩუნება ** სტუმრების მიღებისა და ოფიციალური პროტოკოლის დაცვის უზრუნველყოფა მოთხოვნები და კვალიფიკაცია: ** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR), ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში ** ენების ცოდნა: არაბული და ინგლისური ენების სრულყოფილი, თავისუფალი ცოდნა (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი) სავალდებულოა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) ** საუკეთესო კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები ** პუნქტუალურობა და კონფიდენციალურობის დაცვა სამუშაო პირობები: ** ადგილი: თბილისი ** სამუშაო საათები: 10:00-დან 16:00 საათამდე (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით). შენიშვნა: საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მუშაობა არასამუშაო საათებშიც (ღონისძიებების ან აეროპორტში სტუმრების დახვედრის დროს) ** ხელფასი: განიხილება გასაუბრების დროს განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV ინგლისურ ენაზე (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ: "Application for Public Relations (PR) Position". დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.