TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტი

RMG თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

კომპანია “ არ ემ ჯი” (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტი ს ვაკანსიას ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, დამუშავება და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მიზნობრივი აუდიტორიებისთვის გავრცელება; კომპანიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა) ადმინისტრირება და მართვა; Meta Business Suite-ის გამოყენებით სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა; სოციალური მედიის არხების ეფექტიანობის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია) ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა; საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვა მედია ღონისძიებების ორგანიზება; პრესრელიზების, მედია კიტებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება და გავრცელება; მედია მონიტორინგის განხორციელება და კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი; კომპანიის CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) პროექტების საკომუნიკაციო მხარდაჭერაში მონაწილეობა; სხვადასხვა საკომუნიკაციო არხზე საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, პოლიტიკური ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2- C1) სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; Meta Business Suite-ის ცოდნა და სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება; AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Copilot, Gemini და სხვა) გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, რედაქტირების, კვლევისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადების პროცესში; MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა; Adobe Photoshop, Illustrator და Lightroom-ის საბაზისო ცოდნა; Adobe Premiere Pro-ს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; კრიზისული კომუნიკაციების მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. სამუშაო ადგილი და პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი / დაბა კაზრეთი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00; შესვენება: 13:00 – 14:00. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]