TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საზოგადოებრივი სივრცეების დიასახლისი

საზოგადოებრივი სივრცეების დიასახლისი

khedi-hotel Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

ავლაბრის ისტორიულ ნაწილში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო " ხედი " (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებრივი სივრცეების დიასახლისის (Public Area Attendant) პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეების 5-ვარსკვლავიან სისუფთავესა და ესთეტიკას. შენიშვნა: პოზიცია არ მოიცავს სასტუმროს ნომრების/ოთახების დასუფთავებას. მდებარეობა: თბილისი, ავლაბარი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლიანი გრაფიკი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება: სასტუმროს ლობის, ადმინისტრაციული ოფისების, ლიფტების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების, დერეფნებისა და კიბის უჯრედების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება; ** რესტორნისა და ტერასის მოვლა: რესტორან "ხედის", გარე ტერასისა და სუში ბარის მიმდებარე იატაკის, ვიტრაჟებისა და საერთო ზონების ოპერატიული, შეუმჩნეველი და უხმაურო დასუფთავება სტუმრების თანდასწრებით; ** 4-ნაბიჯიანი ალაგების ციკლის დაცვა: მიმტანის მიერ მაგიდის მოწესრიგების შემდეგ, იატაკის სწრაფი მოწმენდა სპეციალური კომპაქტური ინვენტარით; ** ინვენტარისა და აღჭურვილობის მატერიალური პასუხისმგებლობა: ტექნიკის (მტვერსასრუტები, იატაკის სარეცხი აპარატები, ა.შ), საწმენდი ურიკისა და ქიმიური საშუალებების გაფრთხილებული ექსპლუატაცია და წესრიგში ყოფნა; ** საკონფერენციო დარბაზების დასუფთავება: ღონისძიებების დასრულების შემდეგ საკონფერენციო სივრცეებისა და რბილი საფარის (კოვროლინის) ღრმა წმენდა და მზადყოფნა; ** ჰიგიენური საშუალებების შევსება: საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ჰიგიენური საშუალებების (საპონი, ქაღალდი, ხელსახოცები) მუდმივი შევსება და ურნების დაცლა/დეზინფექცია; ** Lost & Found სტანდარტი: საზოგადოებრივ სივრცეებში დატოვებული/ნაპოვნი ნივთების მყისიერი რეგისტრაცია და HK ოფისისთვის გადაცემა; ** ტექნიკური ხარვეზების რეპორტინგი: საზოგადოებრივ სივრცეებში დაზიანებული ინვენტარის ან ტექნიკური გაუმართაობის (მაგ. მწყობრიდან გამოსული ჩამრთველი, გაჟონვა) აღმოჩენისას HK ოფისის დაუყოვნებლივი ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან საშუალო-პროფესიული განათლება; ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასტუმროში ან რესტორანში ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულოა, ადგილზე ჩატარდება შიდა ტრენინგები); ** პროფესიონალურ საწმენდ ქიმიკატებთან და ინვენტართან მუშაობის საბაზისო ცოდნა. პიროვნული თვისებები და კომპეტენციები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სისუფთავის მაღალი სტანდარტი; ** კოლეგებთან (რესტორნის მიმტანებთან, ფრონტ დესკთან) თავაზიანი, კოლეგიალური და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია; ** ფიზიკური გამძლეობა და ენერგიულობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტუნარიან და სტაბილურ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** უფასო კვებას თანამშრომელთა სასადილოში; ** უზრუნველყოფას კომფორტული უნიფორმით; ** მეგობრულ, პროფესიონალურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. შერჩევის ეტაპები: ** CV-ების გადარჩევა; ** სატელეფონო გასაუბრება; ** პირისპირ შეხვედრა Housekeeping მენეჯერთან და HR გუნდთან. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) სავალდებულო 2-ორ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საჯარო სივრცეების დიასახლისი". გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!