Senior / Strong Mid დეველოპერი
Job description
Webapp არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს კომპლექსურ B2B SaaS ეკოსისტემას (CRM, ERP, SalesApp) სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის. ვეძებთ გამოცდილ დეველოპერს, რომელსაც შეუძლია არსებული სისტემის ლოგიკის გააზრება, პრობლემის სწორად დანახვა და საუკეთესო გადაწყვეტილებების შემოთავაზება. „Senior“-ის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის. 🎯 ძირითადი მოთხოვნები: 💻 ტექნოლოგიები: პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და PHP / Laravel-ის, Node.js-ის, React ან Angular-ის მყარი ცოდნა. 🔍 კოდი და არქიტექტურა: მიმდინარე პროდუქტებისთვის სუფთა კოდის წერა, არსებული კოდის წაკითხვის, გაანალიზებისა და გაუმჯობესების უნარი. 🔀 მულტითასქინგი: სხვადასხვა პროექტზე პარალელურად მუშაობის მოქნილობა, პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. 🛠️ Solution-oriented მიდგომა: პრობლემების დამოუკიდებლად გააზრების და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზების შეთავაზების უნარი. 🧠 აზროვნება და კოორდინაცია: რთული სისტემური ლოგიკის სწრაფად ათვისება, გუნდში მუშაობის, ტექნიკური გადაწყვეტილებების არგუმენტირებულად წარდგენის, Code Review-სა და კოორდინატორთან/ანალიტიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციის უნარი. ⭐️ სასურველია: CodeIgniter -ზე მუშაობის გამოცდილება; კომპლექსურ ბიზნეს სისტემებზე (CRM, ERP) მუშაობის გამოცდილება; API-ებთან, ინტეგრაციებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. 🎁 რას გთავაზობთ: 💰 მოქნილი ანაზღაურება: კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ხელფასს გამოცდილებიდან გამომდინარე. 📈 პროექტები და ზრდა: სხვადასხვა საინტერესო და რეალურ ბიზნესზე მორგებულ პროექტებზე მუშაობის საშუალებას და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. 👥 სამუშაო გარემო: გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობას და გარემოს, სადაც ინიციატივა, პასუხისმგებლობა და სწორი ტექნიკური აზროვნება განსაკუთრებულად ფასდება.