TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / Senior Technical Support Specialist - Level 2

Senior Technical Support Specialist - Level 2

ITCS Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 2h ago apply by Sep 04, 2026

Job description

შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის (Level 2) პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი გამოქვეყნების დღე: 4 აგვისტო დედლაინი: 4 სექტემბერი ITCS უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და უზრუნველყოფს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მსხვილი კორპორაციული კომპანიების IT ინფრასტრუქტურის სრულ მხარდაჭერას. ჩვენი მომსახურების არეალი მუდმივად ფართოვდება, იზრდება როგორც პროექტების რაოდენობა, ასევე მომხმარებელთა ბაზა. კომპანიის განვითარების ახალი ეტაპიდან გამომდინარე, ვაფართოებთ ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს და ვაცხადებთ ვაკანსიას. ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება ეძებს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს (Level 2), რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის კორპორატიული IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას. პოზიცია მოიცავს როგორც დისტანციურ, ასევე ადგილზე ტექნიკურ მხარდაჭერას, პრობლემების დიაგნოსტიკას, სისტემების კონფიგურაციასა და სხვადასხვა IT პროექტში მონაწილეობას. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების კომპიუტერებისა და ლეპტოპების გამართვა, ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; ** Windows ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია და პრობლემების აღმოფხვრა; ** პრინტერების, სკანერების, POS სისტემების, შტრიხკოდის სკანერების, თერმული პრინტერების და სხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, დიაგნოსტიკა და გამართვა; ** Microsoft 365-ის (Outlook, Teams, OneDrive, SharePoint, Exchange Online) ადმინისტრირება და მომხმარებელთა მხარდაჭერა; ** Active Directory და Entra ID-ში მომხმარებლების, ჯგუფებისა და უფლებების მართვა; ** კომპიუტერული ქსელების დიაგნოსტიკა და გამართვა (LAN, Wi-Fi, VPN); ** IP ტელეფონიის (VoIP/PBX) სისტემების მხარდაჭერა; ** ვიდეომეთვალყურეობის სისტემების (IP კამერები, NVR/DVR) ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; ** მომხმარებელთა ინციდენტების დიაგნოსტიკა, მიზეზის დადგენა და პრობლემების დროული აღმოფხვრა; ** საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლა და ტექნიკური სამუშაოების შესრულება; ** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და ტექნიკური ანგარიშების მომზადება; ** IT პროექტებში მონაწილეობა (ახალი სისტემების დანერგვა, მოწყობილობების ჩანაცვლება, ინფრასტრუქტურის განახლება). მოთხოვნები: ** IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** Windows 10/11-ისა და Windows Server-ის კარგი ცოდნა; ** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების გამართვის გამოცდილება; ** Microsoft 365 ადმინისტრირების გამოცდილება; ** Active Directory / Entra ID-ის ცოდნა; ** TCP/IP, DNS, DHCP, VPN და LAN/WAN ქსელების ცოდნა; ** ქსელური მოწყობილობების (Switch, Router, Firewall) კონფიგურაციის გამოცდილება; ** პრობლემების დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაჭრის უნარი; ** ინგლისური ენის ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და აუცილებლად მიუთითოთ დასახელაბაში "უფროსი ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი (Level 2)" მეილზე: [email protected] ; დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.