TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SEO მენეჯერი

SEO მენეჯერი

setanta-bet Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას SEO მენეჯერის თანამდებობაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ეფექტური SEO კონტენტის შექმნა ბლოგების, ვებსაიტებისა და სოციალური მედიის გვერდებისთვის; ** On Page ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნიკური ცვლილებების უზრუნველყოფა; ** SEO სააგენტოსთან ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა; ** საიტის OFF Page ოპტიმიზაცია - საიტის გარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გვერდების დალინკვა Setanta Bet-ზე; ** SEO-სთვის საჭირო ხელსაწყოების მიზნობრივად გამოყენება შედეგების მონიტორინგისა და გაუმჯობესებისთვის; ** ქივორდების მუდმივი ანალიზი/მოძიება და საიტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა; ** ბექლინკების სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი; ** კონტენტის შესაბამისი SEO-friendly ლინკების შექმნა; ** კონტენტის მიხედვით Meta ინფორმაციის შექმნა და ინტეგრაცია; ** პროცესის ოპტიმიზაციისთვის SEO-ს საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** ციფრული აქტივობების წარმატების გაზომვა სხვადასხვა ანალიტიკური პლატფორმის (FB Analytics, Google Analytics) გამოყენებით; კომპეტენციები და უნარები: ** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე სფეროს მიმართულებით; ** SEO მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება (სასურველია iGaming, Betting ან Digital სფეროში); ** SEO ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** SEO კონტენტის შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარები. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected]